ინგლისური „ლივერპული“ სერბეთში შერდან შაქირის გარეშე მიემგზავრება. მიზეზი როგორც ცნობილი გახდა, „წითლებს“ სურთ, რომ თავიდან აიცილონ ყოველგვარი გართულება.
საქმე ისაა, რომ შაქირიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრებში გატანილი გოლის შემდეგ ალბანეთის დროშის სიმბოლო, არწივი გამოსახა და ამან დიდი სკანდალი გამოიწვია. ახლა კი, მისი სერბეთში ჩასვლა სარისკოც იქნებოდა, რადგან „ცრვენა ზვეზდას“ ფანები რადიკალიზმით გამოირჩევიან.
„ჩვენ არ ვიცით, როგორ გნავითარდება მოვლენები და გვინდა კონცენტრირება 100%-ით ფეხბურთზე მოვახდინოთ. არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური მესიჯი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობთ“, - აღნიშნა იურგენ კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შეხვედრა 6 ნოემბერს, ბელგრადში გაიმართება.