ჩოგბურთი

15:55 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ძალებს ლიმოჟის ტურნირზე მოსინჯავს

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში იმყოფება და ხვალიდან საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება, რომლის საპრიზო ფონდიც 125 ათასი ევროა.

26 წლის გორგოძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მისთვის სარეკორდო 154-ე ადგილზეა, პირველ წრეში მე-7 ნომრად განთესილ რუს ევგენია როდინას გაეჯიბრება, წარმატების შემთხვევაში კი, რუს ვერონიკა კუდერმეტოვასა და ფრანგ ოდრი ალბის შორის უმჯობესს ეთამაშება.

0.115474