ფეხბურთი

15:30 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "იმედი მაქვს, რომ იგუაინი "იუვენტუსთან" მატჩისთვის მზად იქნება"

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელის გონსალო იგუაინის ტრავმა სერიოზული არ არის. არგენტინელმა „უდნზესთან მატჩის დროს 35-ე წუთზე ცვლილება მოითხოვა და მოედნიდან გავიდა.

იგუაინმა ზურგის არეში ტკივილი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს სერიოზული არ იქნება. არგენტინელი დიდი ალბათობიღ ევროპა ლიგის მატჩს გამოტოვებს, მაგრამ „იუვენტუსთან“ დიდი იმედი მაქვს, რომ მწყობრში იქნება“, - განაცხადა ჟენარო გატუზომ.

აქვე გეტყით, რომ მიმდინარე სეზონში იგუაინმა „როსონერის“ რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, ის ანგარიშზე კი 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

0.115833