1-4 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში Tirnavia Ice Cup 2018, რომელშიც მონაწილეობა იუნიორების და ნოვისების კატეგორიაში ოცზე მეტი ქვეყნის 125-მდე გოგონამ და ვაჟმა მიიღო.
საქართველოდან შეჯიბრში ასპარეზობდნენ ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავეები: ანადეა გულბიანი-შმიდტი (იუნიორი), ეკატერინე იაზადჯი, ქეთევან მახარაძე, დავით გურგენიძე, ინგა ფუტკარაძე, ილია გოგიტიძე (ნოვისები).
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ქართველმა ახალგაზრდებმა თავიანთ კატეგორიებში მოკლე და თავისუფალი პროგრამები სრულყოფილად წარმოადგინეს და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენეს.
ნოვისების კატეგორიაში პირველი ადგილები ერგოთ: ილია გოგიტიძეს (91.40 ქულა), დავით გურგენიძესა (43.09) და ქეთევან მახარაძეს (37.76). ეკატერინე იაზადჯის მიერ აღებული 39.25 ქულა მეოთხე მაჩენებელი აღმოჩნდა და მას მე-3 პოზიციამდე მხოლოდ 0.35 ქულა დააკლდა. ანადეა გულბიანი- შმიდტმა ორი პროგრამის ჯამში 103.78 ქულით 19 მოციგურავეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.