პარაგვაის ჩემპიონატის მე-17 ტურში ქვეყნის ორი საუკეთესო გუნდი, „ოლიმპია“ და „სერო პორტენიო“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
თუმცა, ანგარიში მე-16 წუთზე „სერო პორტენიოს“ თავდამსხმელმა ფერნანდო ოველარმა გახსნა.
ის მხოლოდ და მხოლოდ 14 წლისაა! ოველარი 2004 წლის 6 იანვარს ასუნსიონში დაიბადა. შედეგად, პროფესიონალურ დონეზე გოლის გატანა 14 წლის, 9 თვისა და 27 დღის ასაკში შეძლო...