ჩოგბურთი

11:28 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი პირველი ჩოგანია, ბასილაშვილი - 21-ე

დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ბევრი სიახლეა.

რაფაელ ნადალმა რეიტინგში პირველობა დაკარგა და მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის ერთი პოზიციით კიდევ დაწინაურდა და კარეირაში საუკეთესო 21-ე პოზიციამდე ავიდა.

პარიზის მასტერსის გამარჯვებული კარენ ხაჩანოვი რეიტინგში შვიდი ადგილით დაწინაურდა და მე-11 პოზიციაზე გადავიდა.

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 8045
  2. რაფაელ ნადალი - 7480
  3. როჯერ ფედერერი - 6020
  4. ხუან მარინ დელ პოტრო - 5300
  5. ალექსანდრ ზვერევი - 5085
  6. კევინ ანდერსონი - 4310
  7. მარინ ჩილიჩი - 4050
  8. დომინიკ ტიმი - 3895
  9. კეი ნიშიკორი - 3390
  10. ჯონ იზნერი - 3155

... 21. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 1795

0.159966