1952- დაიბადა ოლეგ ბლოხინი. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა კიევის “დინამოში” (1969-88, 433 მატჩი, 211 გოლი), ავსტრიულ “ფორვერტსა” (1988-89, 41 მატჩი, 9 გოლი) და კვიპროსულ “არისში” (1989-90, 22 მატჩი, 5 გოლი). საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი (1974, 1975, 1977, 1980, 1981, 1985, 1986). საკავშირო თასის ხუთგზის მფლობელი (1974, 1978, 1982, 1985, 1987). ბომბარდირთა “გრიგორი ფედოტოვის კლუბის” ლიდერი. ევროპის თასების მფლობელთა თასისა (1975, 1986) და სუპერთასის (1975) მფლობელი. 1975 წელს “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად დაასახელეს ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედ. ოლეგ ბლოხინი 1972 და 1976 წლების ოლიმპიადების ბრინჯაოს მედლის მფლობელია, ხოლო 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. მონაწილეობდა 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებში. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 112 მატჩი, გაიტანა 42 გოლი. საბჭოთა კავშირის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი (1973, 1974, 1975). ოლეგ ბლოხინი წვრთნიდა ბერძნულ კლუბებს, “ოლიმპიაკოსს” (1990-1993), პაოკ-ს (1993-1994, 1997-1998), “იონიკოსსა” (1994-1997, 1999-2002) და აეკ-ს (1998-1999). 2003 წლიდან 2007 წლამდე ბლოხინი უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და თავისი ქვეყნის ნაკრები, მის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გაიყვანა. გერმანიაში 2006 წელს გამართულ მუნდიალზე, უკრაინელებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე იტალიის გუნდთან წააგეს. 2007-08 წლებში “მოსკვას” მთავარი მწვრთნელი იყო, 2009 წლიდან ოდესის “ჩერნომორეცის” სპორტული დირექტორი, იყო კიევის “დინამოს” მთავარი მწვრთნელიც.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1955- ჟან ბელივომ, “მონრეალ კანადიენსის” რიგებში ასპარეზობისას, 44 წამში სამი შაიბა გაიტანა. ეს, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მეორე მაჩვენებელია.
1967- “ნიუ ორლეანს საინთზმა”, ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში (NFL) პირველი გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა “ფილადელფია იგლზი” 31:24 დაამარცხა.
1971- ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში, “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ზედიზედ მოპოვებული 33-მოგებიანი სერიის პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა.
1978- თბილისის “დინამომ” საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩში მოსკოვში “ლოკომოტივთან” 0:0 ითამაშა და პირველობა გაინაღდა.
1980- თბილისის “დინამომ”, თასების მფლობელთა თასის გათამაშების მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში, ირლანდიის “უოტფორდი” 4:0 დამარცხა (გოლები ვიტალი დარასელიამ (2), ალექსანდრე ჩივაძემ და გიორგი ჭილაიამ გაიტანეს) და მეოთხედფინალში გავიდა. პირველ შეხვედრაშიც თბილისელებმა იმარჯვეს (1:0). “დინამო”: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხიზანიშვილი, მუჯირი (ჭილაია), დარასელია, სულაქველიძე, ჟვანია (ჯოხაძე), ჩელებაძე, ყიფიანი, შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.
1982- “კლივლენდ კავალიერზმა”, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ანტირეკორდი დაამყარა - გუნდმა ზედიზედ 24-ე მატჩი წააგო.
1983- ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩის საწყის 14 წამში, “ნიუ იორკ რეინჯერსმა” და “კვებეკ ნორდიკსმა” ერთმანეთისათვის თითო შაიბის გატანა მოასწრეს.
1988- მილუოკის “ბრედლი სენთერში”, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი შეხვედრა ჩატარდა. ადგილობრივმა “ბაქზმა” “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” 91:111 წააგო.
1988- დეტროიტის “ობორნ ჰილზში” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი შეხვედრა ჩატარდა. ადგილობრივმა “პისტონზმა” “ნიუ ორლეან ჰორნეთსს” 94:85 მოუგო.
1989- ქალთა შორის ნიუ იორკის მეცხრამეტე მარათონული გარბენი ინგრიდ კრისტიანსენმა მოიგო (2:25.30).
1989- მამაკაცთა შორის ნიუ იორკის მეოცე მარათონული გარბენი ჯუმა იკანგაამ მოიგო (2:08.01).
1992- იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადში, ბობი ფიშერმა ბორის სპასკი დაამარცხა. ეს მატჩი ამ დიდოსტატებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის 1972 წელს გამართული ორთაბრძოლის მეოცე წლისთავის აღსანიშნავად შედგა. ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკშიც, ამერიკელმა მოჭადრაკემ საბჭოთა კავშირის წარმომადგენლის დამარცხება შეძლო.
1993- სან ანტონიოს “ალამადოუმზე” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი შეხვედრა ჩატარდა - ადგილობრივმა “სპერზმა” “გოლდენ სთეით უორიორზს” 91:85 მოუგო.
1994- ჯორჯ ფორმენმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მაიკლ მურერი დაამარცხა და ერთდროულად ორი ასოციაციის (ჭBA, IBF) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1994- ტომი რომინგერმა, ველოსიპედით რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან ერთ საათში 55.291 კმ გაიარა.
1995- კანადური ვანკუვერის “ჯენერალ მოტორს ფლეისში”, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “გრიზლიმ”, ოვერტაიმში “მინესოტა თიმბერვულვზი” 100:98 დაამარცხა.
2004- ლონდონური “ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარმწვრთნელობიდან ფრანგი სპეციალისტი ჟაკ სანტინი გადადგა. მან “უაით ჰართ ლეინელებს”, მხოლოდ 13 მატჩში უხელმძღვანელა.
2006- ბრაზილიელი სტაიერი მატილსონ გომეშ დუშ სანტუში პირველი სამხრეთამერიკელი შეიქმნა, რომელმაც ნიუ იორკის მარათონი მოიგო.
2008- ფეხბურთში აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირველ მატჩში, იაპონიის “გამბა ოსაკამ” ავსტრალიის “ადელაიდა იუნაიტედს” 3:0 მოუგო.
ამ დღეს დაიბადნენ
1929- ლენარტ იუჰანსონი. 1990-2007 წლებში უეფას პრეზიდენტი.
1935- ლესტერ პიგოტი. ინგლისელი ჟოკეი. ცხენოსნობაში მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი.
1936- უვე ზეელერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული ნაკრებისა და “ჰამბურგის” ფორვარდი. გფრ-ის 1960 წლის ჩემპიონი და 1963 წლის თასის მფლობელი. გფრ-ის წლის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი (1960, 1964, 1970). ინგლისის 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. 1970 წლის მუნდიალის პრიზიორი. ზეელერმა გფრ-ის ნაკრებში ჩაატარა 72 მატჩი, გაიტანა 43 გოლი. ნათამაშები აქვს ფიფასა და უეფას ნაკრებებში.
1947- ოლეგ ანტროპოვი. საბჭოთა ფრენბურთელი. 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1952- ბილ უოლტონი. “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსისა” და “ბოსტონ სელტიკსის” მეფარე. მოპოვებული აქვს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა.
1952- ოლეგ ბლოხინი. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა კიევის “დინამოში” (1969-88, 433 მატჩი, 211 გოლი), ავსტრიულ “ფორვერტსა” (1988-89, 41 მატჩი, 9 გოლი) და კვიპროსულ “არისში” (1989-90, 22 მატჩი, 5 გოლი). საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი (1974, 1975, 1977, 1980, 1981, 1985, 1986). საკავშირო თასის ხუთგზის მფლობელი (1974, 1978, 1982, 1985, 1987). ბომბარდირთა “გრიგორი ფედოტოვის კლუბის” ლიდერი. ევროპის თასების მფლობელთა თასისა (1975, 1986) და სუპერთასის (1975) მფლობელი. 1975 წელს “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად დაასახელეს ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედ. ოლეგ ბლოხინი 1972 და 1976 წლების ოლიმპიადების ბრინჯაოს მედლის მფლობელია, ხოლო 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. მონაწილეობდა 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებში. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 112 მატჩი, გაიტანა 42 გოლი. საბჭოთა კავშირის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი (1973, 1974, 1975). ოლეგ ბლოხინი წვრთნიდა ბერძნულ კლუბებს, “ოლიმპიაკოსს” (1990-1993), პაოკ-ს (1993-1994, 1997-1998), “იონიკოსსა” (1994-1997, 1999-2002) და აეკ-ს (1998-1999). 2003 წლიდან 2007 წლამდე ბლოხინი უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და თავისი ქვეყნის ნაკრები, მის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გაიყვანა. გერმანიაში 2006 წელს გამართულ მუნდიალზე, უკრაინელებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე იტალიის გუნდთან წააგეს. 2007-08 წლებში “მოსკვას” მთავარი მწვრთნელი იყო, 2009 წლიდან ოდესის “ჩერნომორეცის” სპორტული დირექტორი, ამჟამად კიევის “დინამოს” მთავარი მწვრთნელია.
1963- ჟან პიერ პაპენი. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების (1986-1995, 54 მატჩი, 30 გოლი), “ვალენსიენის” (1984-1985, 33 მატჩი, 15 გოლი), “ბრიუგეს” (1985-1986, 31 მატჩი, 20 გოლი), “მარსელის” (1986-1992, 215 მატჩი, 134 გოლი), “მილანის” (1992-1994, 40 მატჩი, 18 გოლი), “ბაიერნის” (1994-1996, 27, მატჩი, 3 გოლი), “ბორდოს” (1996-1998, 55 მატჩი, 22 გოლი), “გენგამის” (1998-1999, 9 მატჩი, 3 გოლი) ფორვარდი. უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1994). უეფას თასის მფლობელი (1996). საფრანგეთის ჩემპიონი (1989, 1990, 1991, 1992). საფრანგეთის თასის მფლობელი (1989). იტალიის სერია A-ს გამარჯვებული (1992). ბელგიის თასის მფლობელი (1986). პაპენი ხუთჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1988-1992). “მილანთან” ერთად, პაპენმა 1993 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. ჟან პიერ პაპენი 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორია. პაპენი ევროპის 1991 წლის საუკეთესო მოთამაშეა. წვრთნიდა “ბასენ-დ’არკაშონს” (2004-2006), “სტრასბურს” (2006-2007), “ლანსს” (2007-2008).
1971- სერგეი ბერეზინი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრების გოლკიპერი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1973- ალექსეი იაშინი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “ოტავა სენატორზის” ფორვარდი.
1974- ჯერი სტექჰაუზი. “დეტროიტ პისტონზის”, “ფილადელფია სიქსერზისა” და “დალას მავერიკსის” მსროლელი-ფორვარდი (198 სმ).
1975- გიორგი გახოკიძე. საქართველოს ეროვნული ნაკრების (1996-2006), რუსთავის “მეტალურგის” (1993-95), თბილისის “დინამოს” (1995-96), ფოთის “კოლხეთის” (1996-07), ვლადიკავკაზის “სპარტაკ-ალანიას” (1997-98), ეინდჰოვენის პსვ-ს (1998-99, 2000-03), ჰაიფას “მაკაბის” (1999-2000), ენსხედეს “ტვენტეს” (2003-04, 2005-06), დონეცკის “მეტალურგის” (2004) ნახევარმცველი. გახოკიძის პსვ-ში ყოფნის პერიოდში ეინდჰოველებმა ჰოლანდიის ჩემპიონობა და სუპერთასი მოიგეს, ხოლო “ტვენტეს” შემადგენლობაში გახოკიძეს ბენილუქსელთა თასი აქვს მოპოვებული. საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 21 მატჩში, 3 გოლი აქვს გატანილი.
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1994- ალბერტ შესტერნიოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კაპიტანი. ამპლუით მცველი. საბჭოთა კავშირის 1970 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. 1964 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი.
2006- სერხი ლოპეს სეგუ. ესპანური “ბარსელონას”, “მალიორკასა” და “სარაგოსას” ყოფილი ფეხბურთელი. 39 წლის ასაკში მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (მატარებელს ჩაუვარდა).