ფეხბურთი

1:36 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ალავესი“ ისევ ოთხეულშია, თუმცა...

შაბათის ვნებათაღელვის შემდეგ, კვირას, ესპანური პრიმერას მე-11 ტურში, შედარებით სიმშვიდე იყო - ხუთი მატჩიდან ოთხი ფრედ დამთავრდა.

ლიდერებიდან, „სევილია“ სან სებასტიანში „სოსიედადს“ ესტუმრა და ერთობ მოსაწყენ მატჩში უგოლოდ დაშორდა, თუმცა „ალავესის“ მარცხის გამო, ცხრილში მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

“ალავესს“ კი ფიცხელი ბრძოლა გადახდა ბასკურ დერბიში, „ეიბართან.“ მსაჯმა ორივე გუნდიდან გააძევა ფეხბურთელები. სტუმარი ალავესელები თავიდან მანუ გარსიას ადრეული გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მაინც იძალეს და ჯერ ხოან ხორდანმა გაათანაბრა, 91-ე წუთზე კი სენეგალელმა პაპე დიოპმა გამარჯვება მოუტანა ეიბარელებს.

ამისდაკვალად, „ალავესი“ ორი საფეხურით დაეშვა ცხრილში და მეოთხე ადგილზე დადგა. ახლა „სევილიას,“ მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ალავესს“ 20-20 ქულა მოუგროვდათ და განსხვავება ოდენ გატანილ-მიღებული ბურთების ბალანსშია.

თუმცა, თუ ორშაბათს, ტურის ბოლო მატჩში, „ესპანიოლმა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ მოუგო, „ალავესს“ ოთხეულს მიღმა დატოვებს. თავად კი მეორე საფეხურზე აინაცვლებს.

ესპანეთი

პრიმერა. მე-11 ტური. 4 ნოემბერი

რეალ სოსიედადი - სევილია 0:0

სან სებასტიანი. „ანოეტა.“ 24 882

რეალ სოსიედადი: მოია, ერნანდესი, მორენო, ლორენტე, ელუსტონდო, ილიარამენდი, სუბელდია, იანუზაი, ხუანმი (რამირესი 70), ოიარსაბალი (სურუტუსა 64), ვილიანი (ბაუტისტა 90)

მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

სევილია: ვაცლიკი, გომესი, კარისუ, ამადუ, არანა (ესკუდერო 66), ვასკესი, ბანეგა, ნავასი, პრომესი, სარაბია, მურიელი (მესა 72)

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

მსაჯი: პიეტრო იგლესიასი

გაფრთხილება: ერნანესი (86); ნაავსი (73), ამადუ (79), მესა (90+2)

ეიბარი - ალავესი 2:1

ეიბარი. „მუნისიპალ დე იპურუა.“ 5 660

0:1 გარსია (4), 1:1 ხორდანი (69), 2:1 დიოპი (90+1)

ეიბარი: დმიტროვიჩი, ანხელი (კუკურელია 66), არბილია, ოლივეირა, პენია, ორელიანა, ესკალანტე (შარლესი 41), დიოპი, დე ბლაზისი, კიკე (ენრიხი 73), ხორდანი

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარ ეჩებერია

ალავესი: სივერა, დუარტე, მარიპანი, ლაგუარდია, აგირეგაბირია, ხონი (სობრინო 77), გარსია, პინა (ბრაშანაცი 36), გომესი, ბასტონი (ვიგარაი 29), კალიერი

მწვრთნელი: აბელარდო

მსაჯი: იგლესიას ვილიანუევა

გაფრთხილება: ორელიანა (73), ხორდანი (78), დიოპი (88)

გაძევება: დე ბლაზისი (62); დუარტე (24)

ვილიარეალი - ლევანტე 1:1

0:1 მორი (77, ს.კ.), 1:1 ალფონსო (90+3)

უესკა - ხეტაფე 1:1

1:0 ეხეიტა (50), 1:1 მოლინა (90+1)

ბეტისი - სელტა 3:3

1:0 ლორენი (33), 2:0 ხუნიორი (57), 2:1 გომესი (63), 2:2 მენდესი (69), 2:3 გომესი (84), 3:3 კანალესი (87)

0.098915