ფეხბურთი

23:44 | 4.11.2018 | ნანახია 917 - ჯერ

სტადიონი ვერ გაანათეს...

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-11 ტურის შეხვედრა „ფეიენოორდსა“ და „ვენლოს“ შორის არ გაიმართა. მიზეზი საკმაოდ უცნაურია - სტადიონის განათების სისტემის გამო.

როგორც ცნობილი გახდა, „დე კუიპის“ არენის განათების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და მისი შეკეთება დროულად ვერაფრით მოხერხდა.

„ფეიენოორდისა“ და „ვენლოს“ მატჩი გადაიდო სტადიონის განათების სისტემის დაზიანების გამო. მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

„დე კუიპის“ მენეჯერმა იან ვან მერვიკმა განაცხადა: „ესაა ყველაზე დიდი კოშმარი სტადიონის ხელმძღვანელობისთვის და განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ თამაშის საყურებლად. იმედგაცრუებულები ვართ, რომ პრობლემის მოგვარება სწრაფად ვერ მოხერხდა“.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:02 | 05.11.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

ედიკას და მეცხრე ბლოკის დდშვც !!!

10:33 | 05.11.2018
kakhaberry (2630)

გრამატიკას მიაქციეთ ყურადღება, ვერ გაანათეს კი არა, ვერ გაანათენ ))))))

01:17 | 05.11.2018
BIANCONEROO (124)

ჩვენ რომ რამის ვერ განათება გაგვიკვირდება

0.070345
1293