პარიზის მასტერსის ფინალში, მოულოდნელად 22 წლის რუსმა კარენ ხაჩანოვმა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 7:5, 6:4 მოუგო და კარიერაში ATP-ის მეოთხე და პირველი მასტერსის ტურნირი მოიგო. შეხვედრა საათსა და 39 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ჯოკოვიჩი 3:1-ს იგებდა, თუმცა ხაჩანოვმა ორი ბრეიკის გაკეთება მოახერხა და 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში 1:1-ზე კარენმა ბრეიკი შეასრულა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ხაჩანოვმა ამ გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 973 480 ევრო გამოიმუშავა.
მატჩის შემდეგ ნოვაკმა მცირე კომენტარი ხაჩანოვზე გააკეთა: "მან ეს ტიტული დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, მომავალში ის კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ტურნირს მოიგებს".