კალათბურთი

21:54 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის წარუმატებელი მატჩი

“იბეროსტარ ტენერიფემ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს, ესპანეთის ჩემპიონატში მოულოდნელი მარცხი განიცადა.

ტენერიფელებმა შინაურ კედლებში “სარაგოსასთან” 86:88 წააგეს და ყოჩაღად ვერც თავად მაკფადენი გამოიყურებოდა. ის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:10 წუთში 4 ქულა და 1 პასი მიითვალა.
თადმა 2-ვე ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“იბეროსტარ ტენერიფე” 4 მოგებითა და 3 მარცხით მე-5 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო მატჩი კი 10 ნოემბერს, სტუმრად, “გრან კანარიასთან” გამართავს.

0.11894