ძიუდო

19:43 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანებლიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ქართველი ძიუდოისტი ონისე სანებლიძე (100 კგ.) უნგრულ გიორში გამართული 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მან საწყის ორთაბრძოლაში სერბი პეტარ ცირკოვიჩი იპონზე დასცა, მეოთხედფინალში გერმანელ დომენიკ შოენეფელდტს ვაზარით უგებდა, თუმცა, იპონზე დავარდა, რეპეშაჟში კი 2 გამარჯვება იზეიმა: ბელარუს მიკიტა სვირიდს 3 შიდო მიაღებინა, ხოლო ავსტრიელი აარონ ფარა ვაზარით ჩამორჩენის კვალად, იპონზე დააგდო.
დღესვე, კვარცხლბეკზე ასვლის შანსი კობა მჭედლიშვილსაც (90 კგ.) ჰქონდა, თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება ბელარუს ვიკტარ კლიავუსაუსთან დამატებით დროში წააგო. მანამდე, მჭედლიშვილმა აზერბაიჯანელ აზარ იაგუბოვს – ვაზარით, ხოლო ლატვიელ დავის დუდასა და ბრიტანელ ჰარი ლოველ-ჰიუიტს იპონით აჯობა, ნახევარფინალში კი ვაზარით ესტონელ მატიას კუუსიკთან წააგო.
სამწუხაროდ, ევროპირველობაზე მხოლოდ 1 ბრძოლის გამართვა მოუწია გელა ზაალიშვილს (+100 კგ.). ქართველი მძიმეწონოსანი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც რუს რუსლან შახბაზოვთან იპონით დამარცხდა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა უნგრული შეჯიბრი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ.) გახდა, ვერცხლი თამაზ კირაკოზაშვილმა (18 კგ.) და ჯაბა პაპინაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს კი, სანებლიძის გარდა, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) დაეუფლა.

0.12237