20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ლუკა ბულაშვილმა, რომელიც ესპანეთის მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფის ბინადარ “კულერედოს” ღირსებას იცავს, მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
ჩვენებურის გუნდმა “აგუსტინოს-ლეკლერკს” 114:74 სძლია, ლუკა კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31 წუთში 43 (!) ქულა (!), 2 მოხსნა, 3 პასი და 7 (!) ჩაჭრა მიითვალა.
ბულაშვილმა 8-დან 7 ორქულიანი, 13-დან 8 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 48-ს გაუტოლდა და დიდი ალბათობით, ის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდება.
“კულერედოს” ოთხ ტურში 3 მოგება მოუგროვდა და მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 11 ნოემბერს “პონფერადასთან” გამართავს.