"მონაკომ" საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში სტუმრად "რეიმსთან" წააგო (0:1) და ჯამში ყველა ტურნირზე 14 მატჩია არ მოუგია. 1969 წლის შემდეგ კლუბმა ყველაზე ცუდი სეზონის სტარტი დააფიქსირა. 1968-69 წლების სეზონში "მონაკომ" ზედიზედ 16 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვება.
ბოლოს გუნდმა გამარჯვება 11 აგვისტოს "ნანტისთან" ლიგა 1-ის პირველ ტურში მოიპოვა. მას შემდეგ "მონაკომ" ხუთი ფრე დააფიქსირა და ცხრა მატჩში დამარცხდა. აღნიშნული წარუმატებელი შედეგის გამო კლუბის ხელმძღვანელობამ ლეონარდო ჟარდიმი დაითხოვა და ამჟამად გუნდს სათავეში ტიერი ანრი უდგას.