ფეხბურთი

13:16 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ "კრისტალ პალასთან" მატჩს გამოტოვებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ჩელსის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ "კრისტალ პალასთან" გასამართ პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. როგორც მაურისიო სარიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 32 წლის მოთამაშეს ფეხის ტრავმა აქვს და შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ასევე, იტალიელი სპეციალისტის თქმით, ჟირუს ტრავმა სერიოზული არაა და ევროპა ლიგაზე ბატე-სთან მატჩში შეეძლება თავის გამოჩენა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა 11 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია, ოლივიეს ანგარიშზე ოთხი საგოლე გადაცემაა.

0.118399