ფეხბურთი

14:43 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" წაუგებელი სერია ახალწვეულებთან

"ტოტენჰემმა" პრემიერლიგის მე-11 ტურში "ვულვზი" 3:2 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონატის ახალწვეულებთან წაუგებელი სერია 38-მდე გაზარდა. აღნიშნული ინფორმაცია Opta-მ გაავრცელა. ლონდონელებს პრემიერლიგაში დაწინაურებულ გუნდებთან ბოლო 38 შეხვედრაში 35 მოგება აქვს.

მიმდინარე სეზონში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მერვე შეხვედრა მოიგო და 24 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია უკავია. "ტოტენჰემი" პრემიერლიგის მომდევნო შეხვედრას "კრიტალ პალასთან" სტუმრად 10 ნოემბერს ჩაატარებს.

თეგებიტოტენჰემი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11011