კალათბურთი

11:55 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 5 ქულა და მარცხი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტური წარუმატებელი გამოდგა გიორგი შერმადინის “უნიკახასთვის”. მალაგელები “სან პაბლო ბურგოსს” ესტუმრნენ და 79:88 წააგეს.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 12:33 წუთში 5 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“უნიკახას” 5 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩი კი 11 ნოემბერს, შინ, “ბრეოგანთან” ელის.

0.116869