თამაშგარე

17:18 | 4.11.2018 | ნანახია 1869 - ჯერ

ძალოსნობის მოყვარული ლატვიელი ლუიზა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების რიგაში მშვენიერმა გამარჯვებამ გადაგვაწყვეტინა, დღეს თქვენთვის ლატვიელი ლამაზმანი შეგვერჩია, რომელიც ლატვიურ ფეხბურთთან იქნებოდა რაიმენაირად დაკავშირებული. მაგრამ დახეთ ჩვენს გაოცებას, როდესაც მსგავსი ვერავინ მოვიკვლიეთ...

თუმცა, თავადაც კარგად უწყით, რომ არ გვჩვევია ჩვენი რუბრიკის მოყვარულთა გულისწყვეტა. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ ლატვიელ მოდელს ლუიზა სალმგრიეზის, რომელიც შეიძლება არ დაიჯეროთ და სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტად ძალოსნობას წყალობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მას ჩვენი ლაშა ტალახაძე გაგონილიც ექნება და გულში ბადახშივით ჩასმულიც.

ლუიზა სალმგრიეზის ძალოსნობისადმი სიყვარული, თურმე მისმა ოჯახურმა ტრადიციებმა განაპირობა. ლიუზას მამაც და უფროსი ძმაც, სპორტის ამ სახეობით იყვნენ დაკავებულნი და მამამისი საბჭოთა კავშირის პერიოდში ძალოსნობაში ლატვიის ჩემპიონიც კი გამხდარა.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:52 | 04.11.2018
# KoRBeN DaLLaS # (13312)

ტალახაძე არა, მაგრამ ლეგენდარული თურქი ხალილ მუტლუ ჰყვარებია ნამეტნავად - მისი გვარი და ჩემი ცხოვრებისეული "მოწოდება" ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთსაო

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.074672