ფეხბურთი

3:19 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" საუკეთესო სტარტი და შეუჩერებელი "ინტერი"

ტურინის „იუვენტუსმა“ 11 ტურში 31 ქულა დააგროვა და ასეთი სტარტი ისტორიაში პირველად აქვს. „ბებერმა ქალბატონმა“ რეკორდი მას შემდეგ დაამყარა, რაც საკუთარ მოედანზე „კალიარის“ აჯობა.

„იუვენტუსს“ ამჯერად არ უჩვენებია განსაკუთრებულად ფეერიული თამაში და შეცდომებიც დაუშვა დაცვაში, მაგრამ მაინც მოიგო. მოიგო დიდწილად მეორე ტაიმის ხარჯზე, რომელიც გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა. თუმცა, პირველ ტაიმში ორი გოლის გატანა შეძლო.

პირველივე წუტზე პაულო დიბალამ ეფექტური დარტყმით შეგადო, ხოლო ტაიმის ბოლოს სარდინიელებმა ავტოგოლი მიითვალეს. შუაში იყო ჟოაო პედროს გოლი, მაგრამ „კალიარიმ“ საყაიმო ანგარიში მხოლოდ ორი წუთი შეინარჩუნა. შეხვედრას წერტილი 87-ე წუთზე ხუან კუადრადომ დაუსვა, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუმ უზადო გადაცემა გაუკეთა და სეზონში მეხუთე საგოლე პასი მიითვალა.

„იუვენტუსი“ ისევ 6 ქულით უსწრებს „ნაპოლისა“ და „ინტერს“. „ინტერს“, რომელმაც ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო. ჩემპიონთა ლიგის გამო ლუჩანო სპალეტიმ „ნერაძურის“ მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეები დაასვენა, მათ შორის მაურო იკარდი, მაგრამ პრობლემა არ შექმნილა. „ჯენოას“ მილანური გრანდი ძალიან ადვილად გაუსწორდა და 5:0 გაანადგურა.

დუბლით გამოირჩა რობერტო გალიარდინი, გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა ჟოაო მარიომ - ეს, ის ფეხბურთელებია, რომლებსაც სპაელტი მიმდინარე სეზონში პრაქტიკულად არსწყალობს, თუმცა ამჯერზე მოლოდინი გაამართლეს.

„რომამ“ კი მორიგი ორი ქულა დაკარგა. ფლორენციაში, „ფიორენტინა“ ჯორდან ვერეტუს გოლით იგებდა, მეტად საეჭვო პენალტით, რასაც „რომას’ ფანების პროტესტიც მოჰყვა. თუმცა, ალესანდრო ფლორენციმ 85-ე წუთზე გაათანაბრა და „ჯალოროსიმ“ ფლორენცია უქულოდ მაინც არ დატოვა.

„იუვენტუსი“ – „კალიარი“ 3:1 (2:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, ბენატია, დე შილიო; ბენტანკური, პიანიჩი (ალექს სანდრო 70), მატუიდი (ბარძალი 83); დიბალა, რონალდუ, დუგლას კოშტა (კუადრადო 46)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„კალიარი“ (4-3-1-2): კრანიო; სრნა, პისაჩენე, ჩეპიტელი, პადოინი (საუ 80); იონიტა (ფარაგო 67), ბრადარიჩი (ჩიგარინი 56), ბარელა; კასტრო; ჟოაო პედრო, პავოლეტი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 დიბალა (1), 1:1 ჟოაო პედრო (36), 2:1 ბრადარიჩი (38, ა.გ), 3:1 კუადრადო (87)

გაფრთხილება: მატუიდი (75) - ბრადარიჩი (32), პავოლეტი (49), პიზაჩენე (63)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები:11 (5) – 4 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 5:4 თამაშარე: 3:0

მსაჯი: მაურიციო მარიანი

„ინტერი“ – „ჯენოა“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 გალიარდინი (14), 2:0 პოლიტანო (16), 3:0 გალიარდინი (49), 4:0 ჟოაო მარიო (90), 5:0 ნაინგოლანი (90)

„ფიორენტინა“ – „რომა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვერეტუ (32, პენ), 1:1 ფლორენცი (85)

თეგებისერია A
0.250476