ფეხბურთი

23:35 | 3.11.2018 | ნანახია 920 - ჯერ

"რეალი" დიასის დამატებას გეგმავს

"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი ბრაჰიმ დიასი შესაძლოა "რეალში" აღმოჩნდეს. როგორც Marca იუწყება, ესპანელი ფეხბურთელი "სამეფო კლუბმა" ზაფხულში შესაძლოა უფასოდ დაიმატოს. 19 წლის მოთამაშეს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისში უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.

"ქალაქელები" დიასთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას არ აწარმოებენ და დიდი ალბათობით ესპანელი კლუბს დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია თუ კიდევ რომელ გრანდს სურს ბრაჰიმის დამატება.

დიასი "სიტიმ" 2013 წელს "მალაგადან" დაიმატა. მთავარ გუნდში ესპანელი მიმდინარე წლის დასაწყისში დააწინაურს. მიმდინარე სეზონში ბრაჰიმმმა სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ინგლისის თასზე "ფულჰემთან" მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. შემტევი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ხუთი მილიონი ევროა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:03 | 07.02.2015
VALERI GAZAEV (148)

ამან ქულები როდის იცოდა საერთოდ,ცქიტისვილი ყველა ასპექტსი ჯობს ,კოკოშკოვს რო ჩავახტი დებილ ტვალებსი :@

10:31 | 07.02.2015
sabonis (9584)

მეტად უნდა გააართლოს წვრთნელის ნდობა.

0.065767
920