იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ინფორმაცია Le Parisien-ი ავრცელებს. ამჟამინდელი ხელშეკრულების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მხარეები შეთანხმდებიან ფეხბურთელის კონტრაქტი ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება და ბუფონი პსჟ-ში 2020 წლის ივლისამდე დარჩება.
ამჟამად ჯანლუიჯი 40 წლისაა და შესაძლოა პსჟ-ში ასპარეზობა და კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულოს. იტალიელმა "იუვენტუსი" მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და დღემდე ფრანგული გრანდის მაისურით ჩატარებულ შვიდ მატჩში ოთხი გოლი გაუშვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია