ფეხბურთი

18:09 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიონის" ოქროს სამი ქულა

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ბოლნისის „სიონმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და შეიძლება ითქვას, ოქროს სამი ქულა მიითვალა.

ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობის მატჩი იყო: „სიონი“ გადარჩენისთვის იბრძვის, „დილა“ - ევროსაგზურებისთვის. თუმცა, ბოლო პერიოდში ბოლნისელები ბევრად კარგად გამოიყებიან, ვიდრე გორელები და ეს დღევანდელმა შეხვედრამაც ცხადჰყო.

ბიძინა მახარობლიძე გამოდგა მატჩი გმირი, რომელმაც დუბლი გაიფორმა, ხოლო იქამდე ანგარიში ვილი ისიანმა გახსნა. „დილას“ ბომბარდირის მიკოლა კოვტალიუკის გოლი მხოლოდ პრესტისღა გამოდგა. ამრიგად, „სიონმა“ ბოლო 3 მატჩში 7 ქულა დააგროვა და პლეი-აუტიდან ამოსვლის ჩინებული შანსი გაუჩნდა. „რუსთავთან“ ჩამორჩენა ამ დროისთვის ოდენ 2 ქულაა.

„დილამ“ კი ბოლო ოთხ შეხვედრაში ოდენ 2 ქულა მოიპოვა და ევროპა ლიგის ზონას მეთოდურად შორდება.

„სიონი“ – „დილა“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ისიანი (14), 2:0 მახარობლიძე (31), 2:1 კოვტალიუკი (71), 3:1 მახარობლიძე (86)

0.113638