ძიუდო

17:40 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის 23-წლამდე ძიუდოისტთა ჩემპიონატზე, დღეს, ქართულ ფინალს ვიხილავთ. ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უნგრულ გიორში მიმდინარე ტურნირზე, 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში თამაზ კირაკოზაშვილმა და ვლადიმერ ახალკაცმა გააღწიეს.

კირაკოზაშვილმა ფინალამდე სამივე მეტოქე – აზერბაიჯანელი სამირ აგაიევი, გერმანელი ტიმო კაველიუსი და ჰოლანდიელი ჯიმ ჰეიმანი იპონით დაამარცხა, თუმცა, ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში დამატებითი დრო დასჭირდა.
თავის მხრივ, ახალკაცმა კვიპროსელი კირიაკოს ნიკოლაუ, უნგრელი ბენედეკ ტოტი და გერმანელი ტიმ გრამკოუ დააიპონა, ხოლო ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სტუარტ მაკვოტს ვაზარით სძლია.
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ალეკო მამიაშვილი, რომელმაც რეპეშაჟში შვეიცარიელი ნილს სტუმპი ვაზარიზე დასცა. მანამდე, ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელი დაან ტენ ჰეუველი და რუმინელი ალექსანდრუ რაიკუ იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ რუფატ მამადოვთან იპონით წააგო.
ამ უკანასკნელ ორთაბრძოლაზე გამორჩეულად უნდა ითქვას. მამიაშვილი მეტოქეს ვაზარით ამარცხებდა, როდესაც შეხვედრაში რეფერი აქტიურად ჩაერთო. მან ალეკოს 2 უსაფუძვლო შიდო მისცა, შემდეგ კი, აზერბაიჯანელის ვაზარს იაპონის კვალიფიკაცია მისცა...
უნგრეთში ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114597