რუსულ ხანტი-მანსიისკში სტარტი აიღო მსოფლიოს 2018 წლის ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა (ნოკაუტ-სისტემა) ქალ მოჭადრაკეთა შორის, ტურნირის 64 მონაწილეს შორის კი 5 ქართველიცაა.
წილისყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ჩვენებურთაგან პირველ ტურში თეთრი ფიგურებით მხოლოდ ნინო ბაციაშვილი გაირჯება, რომლის მეტოქეც შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტი გახლავთ.
დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეებს შავი ფიგურები ერგოთ: სოფიკო ხუხაშვილი – ინდოელ დრონავალი ჰარიკას დაუპირისპირდება, ნანა ძაგნიძე – კუბელ იერისბელ მირანდა ლანესს, ბელა ხოტენაშვილი – ვიეტნამელ ფუნგ ვო ტი კიმს, ხოლო ლელა ჯავახიშვილი – ჩინელ ჟუ ჯინეერს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა ოლიმპიური სისტემით წარიმართება. ტურნირის ფორმატის თანახმად, ფინალამდე, მეტოქეები ორ-ორ პარტიას გამართავენ, საჭიროების შემთხვევაში კი, გამარჯვებულს ტაი-ბრეიკზე გამოავლენენ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება სტარტს 19 ნოემბერს აიღებს და ტაი-ბრეიკი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუკი, გვირგვინოსანი 4 პარტიის თავზე ვერ გაირკვევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
LOL კომენტატორები)) იაშვილის ნაერს ვერ მოიყვანენო ))) ჩისკო რო ყავდა დინამოს ისეთი ლეგიონერი არ ყავდა ჯერ დინამოს) და თავდასხმელია კიდე საყიდი.
იმედია დაძაბული მატჩი იქნება, სიონმა თუ გაიტანა კარგი თამაში წავა.
იმედია მშვიდობიანად მორჩება აყალ-მაყალის გარეშე
სიონი მოიგებს
დინამო - სიონი
ლივერპული - სევილია
დინამო არ ვიცი, მაგრამ ლივერპულმა ევროპის ლიგის მოგებით უნდა მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზურიც
კარგი საშუალება კლასში სხვაობის სანახავად და პოზიტივის მისაღებად, ამიტომ მომავალ თაობას შემოვიკრებ და ორივე თამაშს ერთად ვუყურებთ...
ეს ჟანგიანი თასი ყველას ერთ ადგილზე კიდია) აქ უფრო ისაა ინტრიგა გავა თუ არა სიონი ევროპის ლიგაზე
დინამო მეცამეტედ
იმედია მოვიგებთ თან დიდი ანგარიშით..ასე 4-0..
წარმატებები "დინამოს"
იმედია კაი თამაში იქნება და მოედანზე არ დაეძინებათ ფეხბურთელებს
რომელიმე ტელევიზია აჩვენებსსსსსსსსსს თამაშსსსსსს
მეორე არხი
იგებს ტორპედოოოოოოოოოოოოო
13
დიდი ხანია საქართველოს ჩემპიონატისთვის არ მიყურებია და დღეს ყურებას ვაპირებ ))იმედია სტადიონი გაივსება და საფეხბურთო გარემო იქნება ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე