თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დაწყებულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქმეში საქართველოს ნაკრების პირველი წევრი ვიხილეთ.
67 კგ. წონით კატეგორიის B ჯგუფში გოგა ჩხეიძემ მწვრთნელების მიერ მიცემული ყველა დავალება შესანიშნავად შეასრულა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა (132, 136, 139 კგ.) წარმატებით გამოიყენა და მესამე ადგილი დაიკავა, ასევე წარმატებით გაართვა თავი აკვრასაც (164, 168, 172 კგ.) და მეორე საფეხურზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი 311 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა და B ჯგუფის ლიდერი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ჩხეიძემ რამდენიმე დღის წინ პოლონეთში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ 67 კგ-ში A ჯგუფის ასპარეზობა ხვალ გაიმართება, დღეს კი, 16:25 საათიდან საქმეში შოთა მიშველიძე (61 კგ.) ჩაერთვება.