ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჯერად არგენტინელმა გენიოსმა მეგობარ გოგონას, 24 წლის როკო ოლივეირას სერენადა უმღერა.
ვიდეო “დეილიმეილის” ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ინგლისელი ჟურნალისტები 1986 წლის მუნდიალს იხსენებენ, სადაც დიეგომ ინგლისელთა კარში წესებით დარღვევით შეგდებულ მეორე გოლს “ღმერთის ხელით” გატანილი უწოდა. ბრიტანელი ჟურნალისტი ვიდეოსთან დაკავშირებით სათაურში რიტორიკულ კითხვას სვამს: “ღმერთის ხმა?”
მარადონას სიმღერისადმი სიყვარული ახალი არ არის. ამის შესახებ 54 წლის ვეტერანი ავტობიოგრაფიულ წიგნშიც ჰყვება. გთავაზობთ მარადონას შესარულებით ინტერნეტში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერას.