ფეხბურთი

12:44 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოიან კრკიჩი: "ხუთ ტიტულს ოთხ ენაზე საუბარი მირჩევნია"

ბოიან კრკიჩი „ბარსელონაში“ ახალგაზრდულ ასაკში გამოჩნდა და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებნენ. თუმცა, სერბული ფესვები მქონე ესპანელმა იმედი ვერ გაამართლა და კატალონია მალევე დატოვა.

კრკიჩმა ბედი ბევრგან სცადა, მაგრამ ფეხი ვერსად მოიკიდა. ამჟამად კი ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ „სტოკში“ ირჯება. ბოიანი მიიჩნევს, რომ 4 ენაზე საუბარი უმჯებისია, ვიდრე 5 ტიტულის მოგება.

„ყველა ფეხბურთელს თავისი სახელი აქვს. მე ახალი მესი ვიყავი... შევცდი? არამგონია. ვითამაშე ყველა დროის საუკეთესო „ბარსელონაში“, „რომაში“, „მილანში“, „აიაქსში“... ოთხ საუკეთესო ჩემპიონატში მაქვს გოლები გატანილი, რამდენ ადამიანს აქვს ჩემნაირი კარიერა?

ვფიქრობ, გამიმართლა, რომ ასეთ ჩემპიონატებში ვთამაშობდი, მაგრამ ჩემპიონშიფიც მომწონს. აქ სანახაობრივი ფეხბურთია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოთხ ენაზე საუბარი შემიძლია, ვიდრე 5 ტიტულის მოგება“, - განუცხადა ბოიანმა El Pais-ს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ბოიან კრკიჩს „ბარსელონაში“, „რომაში“, „მილანში“, „აიაქსსა“ და „მაინცში“ უთამაშია.

0.112538