იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „ნაპოლიმ“ ლევან მჭედლიძის „ემპოლი“ 5:1 გაანადგურა. მიუხედავად ამისა, მეტად უკმაყოფილი დარჩა თავისი გუნდის გარჯით კარლო ანჩელოტი.
იტალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ მეტოქემ გაცილებით კარგი თამაში აჩვენა:
„უფრო გაბრაზებული ვარ, ვიდრე ბედნიერი. შედეგი ამბობს, რომ ჩვენ დიდებული თამაში ჩავატარეთ, მაგრამ რეალურად, „ემპოლიმ“ ბევრად კარგად ითამაშა, ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა ანჩელოტიმ.
აღნიშნული მატჩის გმირი დრის მერტენსი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მჭედლიძეს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.