1945 - დაიბადა გერჰარდ (გერდ) მიულერი. “ერის ბომბარდირად” წოდებული გერმანელი ფორვარდი. 1964 წლიდან, ფრანც ბეკენბაუერსა და ზეპ მაიერთან ერთად, ჩაირიცხა მიუნხენის “ბაიერნში”. მიულერი ოთხჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამდენჯერვე მოიპოვა ქვეყნის თასი. ბუნდესლიგის 427 შეხვედრაში გაიტანა 365 გოლი. “ბაიერნთან” ერთად მიულერმა სამჯერ მოიგო ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი, თითოჯერ თასების მფლობელთა და საკონტინენტთაშორისო თასები. ევროთასებზე გერდ მიულერმა ჩაატარა 74 მატჩი, გაიტანა 66 გოლი. მიულერი გერმანიის საუკეთესო ბომბარდირი შვიდჯერ გახდა, ხოლო ორჯერ ევროპის წლის საუკეთესო გოლეადორისათვის განკუთვნილი პრიზი, ”ოქროს ბუცი” დაიმსახურა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებში პირველი შეხვედრა ჩაატარა 1966 წლის 7 ივლისს. გერდ მიულერმა იასპარეზა მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე. 1970 წელს იგი მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო 1974 წელს პლანეტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მუნდიალების დასკვნით ეტაპეპზე მიულერმა 14 გოლი გაიტანა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო 2006 წლამდე, ვიდრე ბრაზილიელი რონალდო გერმანიაში გამართულ მუნდიალზე თავის მე-15-ე გოლს არ გაიტანდა (1998 წლიდან მოყოლებული). 1974 წლის მსოფლიოს პირველობაზე 10 გოლით მიულერი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ფინალში ჰოლანდიის ნაკრებთან გადამწყვეტი ბურთი გაიტანა (2:1). გერდ მიულერი 1972 წლის ევროპის ჩემპიონია. ნახევარფინალისა და ფინალის ორ პაექრობაში მან ოთხი გოლის გატანა მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში გერმანელებმა საბჭოთა ნაკრებს 3:0 სძლიეს, ორი ბურთი კი მიულერის აქტივშია. მიულერმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების 62 მატჩში (1966-74), 68 გოლის გატანა მოახერხა. 1976 წელს ფეხბურთიდან წავიდა და მას შემდეგ ალკოჰოლიზმით დაავადდა. გერდ მიულერი 2021 წელს გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1899 - ჯეიმს ჯეფრისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ტომ შარკი 25 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1907 - ლონდონის სტადიონ “სტემფორდ ბრიჯზე” პირველად ჩატარდა ლონდონური საკლუბო დერბი. ერთმანეთს “ჩელსი” და “ვულვიჩ არსენალი” დაუპირისპირდნენ.
1935 - კიტეი სონმა მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა (2:26.42).
1937 - ფრანგმა ველოსიპედისტმა არშამბოდმა ერთ საათში რბოლაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (45.796 კმ).
1937 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ჰოუვი მორენცის ხსოვნის მატჩი ჩატარდა. “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებმა “მონრეალ კანადიენსს” 6:5 მოუგო. შეხვედრა მონრეალში გაიმართა.
1948 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” მეორე მატჩი ჩატარდა. “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებმა “ტორონტო მეიფლ ლივზს” 3:1 მოუგო. შეხვედრა ჩიკაგოში გაიმართა.
1962 - უილტ ჩემბერლენმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა. “სან ფრანსისკო უორიორზის” რიგების დაცვისას ჩემბერლენმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” 72 ქულა ჩაუგდო.
1964 - აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ახალი სპორტული სარბიელის მშენებლობას და ამ მიზნით ქალაქის ბიუჯეტიდან 25 მილიონი დოლარის გამოყოფას.
1964 - თბილისის “დინამომ” საკავშირო ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩში მინსკის “დინამოს” თბილისში 3:1 მოუგო და დაგროვილი ქულებით მოსკოვის “ტორპედოს” დაეწია. “დინამოელთაგან” გოლები ილია დათუნაშვილმა (2) და მიხეილ მესხმა გაიტანეს.
1976 - თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების მერვედფინალის განმეორებითი მატჩი ბუდაპეშტში, ადგილობრივ მტკ-სთან 0:1 წააგო. პირველი შეხვედრაც უნგრელებმა 4:1 მოიგეს და თბილისელები ტურნირს ჩამოშორდნენ. “დინამო”: გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, ჩივაძე, მ. მაჩაიძე, კოპალეიშვილი, გუცაევი, დარასელია, წერეთელი. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.
1989 - “მინესოტა თიმბერვულვზმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მინესოტელები “სიეტლ სუპერსონიკსთან” 94:106 დამარცხდნენ.
1991 - ბრაზილიელმა პილოტმა აირტონ სენამ, ფორმულა1-ის ყველაზე მოკლე რბოლა (17 წრე) მოიგო.
1991 - ქალთა შორის ნიუ იორკის 21-ე მარათონული გარბენი შოტლანდიელმა ლიზ მაკკოლგანმა მოიგო (2:27).
1991 - მამაკაცთა შორის ნიუ იორკის 22-ე მარათონული გარბენი მექსიკელმა სალვადორ გარსიამ მოიგო (2:09.28).
1993 - კენ დანეიკომ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში რეკორდი დაამყარა. “ნიუ ჯერსი დევილზის” შემადგენლობაში მან ზედიზედ 322-ე შეხვედრა ჩაატარა.
1995 - ბოსტონის “ფლითსენთერში” პირველი საკალათბურთო მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “სელტიკსმა” “მილუოკი ბაქზს” 101:100 მოუგო.
1995 - პორტლენდის “როუზ გარდენში” პირველი საკალათბურთო მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “თრეილ ბლეიზერსმა” “მემფის გრიზლისთან” 80:92 წააგო.
1995 - კანადის ქალაქ ტორონტოს “სქაიდოუმზე” პირველი საკალათბურთო მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “რეპტორზმა” “ნიუ ჯერსი ნეთსს” 94:79 მოუგო.
1996 - ქალთა შორის ნიუ იორკის 26-ე მარათონული გარბენი რუმინელმა ანუტა კატუნამ მოიგო (2:28.18).
1996 - მამაკაცთა შორის ნიუ იორკის 27-ე მარათონული გარბენი იტალიელმა ჯაკომო ლეონემ მოიგო (2:09.54).
1997 - დევიდ დუვალი გოლფში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
2004 - ლოკ-აუტის გამო გადაწყდა, რომ ჰოკეის ეროვნული ლიგის “ყველა ვარსკვლავის” 2005 წლის მატჩი აღარ ჩატარდებოდა.
2006 - ბოსნიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმწვრთნელობიდან ბლაზ სლიშკოვიჩი გადააყენეს.
2008 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი ალენ აივერსონი “დენვერ ნაგითსიდან” “დეტროიტ პისტონზში” გადავიდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1880 - ედმონდ ბარეტი. ამერიკელი მოჭიდავე. მძიმე წონით კატეგორიაში 1908 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1893 - ლინდლი მიურეი. ამერიკელი ჩოგბურთელი. აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი (1918).
1945 - გერჰარდ (გერდ) მიულერი. “ერის ბომბარდირად” წოდებული გერმანელი ფორვარდი. 1964 წლიდან, ფრანც ბეკენბაუერსა და ზეპ მაიერთან ერთად, ჩაირიცხა მიუნხენის “ბაიერნში”. მიულერი ოთხჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამდენჯერვე მოიპოვა ქვეყნის თასი. ბუნდესლიგის 427 შეხვედრაში გაიტანა 365 გოლი. “ბაიერნთან” ერთად მიულერმა სამჯერ მოიგო ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი, თითოჯერ თასების მფლობელთა და საკონტინენტთაშორისო თასები. ევროთასებზე გერდ მიულერმა ჩაატარა 74 მატჩი, გაიტანა 66 გოლი. მიულერი გერმანიის საუკეთესო ბომბარდირი შვიდჯერ გახდა, ხოლო ორჯერ ევროპის წლის საუკეთესო გოლეადორისათვის განკუთვნილი პრიზი, ”ოქროს ბუცი” დაიმსახურა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებში პირველი შეხვედრა ჩაატარა 1966 წლის 7 ივლისს. გერდ მიულერმა იასპარეზა მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე. 1970 წელს იგი მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო 1974 წელს პლანეტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მუნდიალების დასკვნით ეტაპეპზე მიულერმა 14 გოლი გაიტანა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო 2006 წლამდე, ვიდრე ბრაზილიელი რონალდო გერმანიაში გამართულ მუნდიალზე თავის მე-15-ე გოლს არ გაიტანდა (1998 წლიდან მოყოლებული). 1974 წლის მსოფლიოს პირველობაზე 10 გოლით მიულერი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ფინალში ჰოლანდიის ნაკრებთან გადამწყვეტი ბურთი გაიტანა (2:1). გერდ მიულერი 1972 წლის ევროპის ჩემპიონია. ნახევარფინალისა და ფინალის ორ პაექრობაში მან ოთხი გოლის გატანა მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში გერმანელებმა საბჭოთა ნაკრებს 3:0 სძლიეს, ორი ბურთი კი მიულერის აქტივშია. მიულერმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების 62 მატჩში (1966-74), 68 გოლის გატანა მოახერხა. 1976 წელს ფეხბურთიდან წავიდა და მას შემდეგ ალკოჰოლიზმით დაავადდა.
1946 - ალან ჯონსი. ავსტრალიელი ავტოპილოტი. ფორმულა1-ში 1980 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. გამოდიოდა Shadow-ის, Williams-ის, Arrows-ისა და Team Haas-ის სახელით.
1949 - როზვიტა კრაუზე. საბჭოთა მოცურავე. 100 მეტრზე ესტაფეტით გაცურვაში 1968 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1960 - ჩარლზ კირალი. ამერიკელი ფრენბურთელი. სამგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1984, 1988, 1996).
1965 - მახარბეკ ხადარცევი. საბჭოთა მოჭიდავე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1988 და 1992 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (90 კგ წონითი კატეგორია). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი.
1974 - ტარიკ აბდულ-უაჰადი. საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების, ”დალას მავერიკსისა” და ”საკრამენტო კინგზის” მსროლელი-ფორვარდი (198 სმ). ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი. ოლიმპიადის მონაწილე.
1979 - პაბლო აიმარი. არგენტინის ეროვნული ნაკრების, ბუენოს აირესის ”რივერ პლეიტისა” (1996-2000), ”ვალენსიას” (2001-06), “რეალ სარაგოსას” (2006-08) და “ბენფიკას” (2008 წლიდან) ფეხბურთელი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში (ასპარეზობს 1999 წლიდან) ჩატარებული აქვს 52 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1997 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზდათა შორის. მოპოვებული აქვს ლიბერტადორესისა (1996) და უეფას (2004) თასები. მოპოვებული აქვს არგენტინის, ესპანეთის (2002, 2004) და პორტუგალიის (2010) ჩემპიონობა, პორტუგალიის თასი.
ამ დღეს გარდაიცვალა
2004 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ლატვიელი მოთამაშე სერგეი ჟოლტოკი, რომელიც ლოკ-აუტის გამო სამშობლოში ასპარეზობდა, მატჩის დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. მოგვიანებით ექიმებმა დაადგინეს სიკვდილის მიზეზი – კარდიალური არითმია.