ფეხბურთი

1:33 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

Der Spiegel: "ბაიერნი" ბუნდესლიგიდან გადის და სუპერლიგაში გადაინაცვლებს

მიუნხენის „ბაიერნი“ ევროპულ კლუბებთან ერთად ახალი ტურნირის, სუპერლიგის შექმნაზე მუშაობს. როგორც გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი იუწყება, „ბაიერნმა“ შეიმუშავა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც შეუძლია დატოვოს გერმანიის ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ამავდროულად გერმანელი ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში არ გაუშვას.

„ბაიერნი“ სუპერლიგის შექმნის იდეას 15 ევროპულ კლუბთან ერთად განიხილავს და დოკუმენტზე ხელის მოწერა მიმდინარე თვეში უნდა მოხდეს.

თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია უარყო „ბაიერნის“ გამგეობის თავჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

„ბაიერნი“ არასდროს მონაწილეობდა სუპერლიგის შექმნის მოლაპარაკებებში. ჩვენ გუნდი ბუნდესლიგის ნაწილია და სანამ მე ვარ გამგეობის თავჯდომარე, ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს, ისევე, როგორც უეფას ორგანიზებულ ტურნირებში“, - თქვა რუმენიგემ.

0.116019