ფეხბურთი

21:59 | 2.11.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ლუკა ზარანდიას მორიგი გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში "არკა" "პოგონს" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა (2:1). სტუმართა კარში მეორე გოლი 35-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ გაიტანა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა აღარ გასჭირვებია.

ლუკამ პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათიც მიიღო და შეუცვლელად ითამაშა. ეს მისი მეორე გოლი იყო ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში.

"პოგონის" რიგებში ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი დაჰყო მინდორზე ლაშა დვალმა. "არკას" 17 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, ხოლო "პოგონი" 19 ქულით მეშვიდეა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:45 | 01.04.2017
dinamo222 (8587)

რა უბედურებაა ასე ყველამ როგორ წააგეს @@@

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065304
სარეკლამო ადგილი - 99
X x X