მაურიციო სარის ლონდონური კარიერა ჩინებულად დაიწყო. უკვე მოასწრო რეკორდის დამყარება და გახდა „ჩელსის“ პირველი მწვრთნელი, რომელმაც საწყისი 10 თამაში არ წააგო.
სარისთვის კარგი სტატრტი მოულოდნელი აღმოჩნდა:
„ასეთ კარგ დასაწყისს ველოდი თუ არა? - არა, რადგან ყველა ჩემი წინა გამოცდილებიდან საწყისი ორი თვე პრობლემები მქონდა. ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან ჩემი ფეხურთელები მზად აღმოჩნდნენ გამარჯვებებისთვის ტაქტიკური ორგანიზების გარეშე.
რეკორდი? - არ ვფიქრობ ამაზე, მხოლოდ თამაში და სამი ქულა მაინტერესებს. ფეხბურთელებისადმი მთავარი გზავნილიც ეს გახლავთ. შეტევაში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ დაცვაში შეცდომები გვაქვს“, - თქვა სარიმ.