იტალიელი ანტონიო კონტე ძალიან ახლოს იყო მადრიდის „რეალთან“, მაგრამ ბოლო მომენტში შეთანხმება ვერ შედგა. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი აქვს „სამეფო კლუბის“ ყოფილ პრეზიდენტ რამონ კალდერონს.
ის მიიჩნევს, რომ კონტეს მადრიდში გარანტიები სურდა, რაზეც ფლორენტინო პერესი თანახმა არასდროსაა:
„სამწლიანი კონტრაქტი მოითხოვა, ხუთი ადამიანი სტაფში, რომელიც თავისი შერჩეული იქნებოდა და განსაკუთრებით, სატრანსფერო ბაზარზე სრული თავისუფლება. ის მოთხოვნები წამოაყენა, რასაც ფლორენტინო არ ეთანხმება.
არმგონია, რომ „რეალისთვის“ იდეალური მწვრთნელი იქნებოდა. ისევე, როგორც მოუწინიო. კონტე დაცვითი სტილი მწვრთნელია, რომელიც სამი მცველით თამაშობს. ეს კი, „რეალის“ სტილი არაა და ამას ფანები არ ელოდებიან. პერესმა უკვე გამოიარა იგივე მოურინიოსთან, რომელმაც ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კლუბი ცუდ სიტუაციაში დატოვა“, - აღნიშნა კალდერონმა.