„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ერთი თვე ვერ ითამაშებს. ბელგიელმა ფეხბურთელმა ინგლისის ლიგის თასზე, „ფულჰემთან“ დაპირისპირებისას მარცხენა მუხლი დაიზიანა.
როგორც გამოკვლევამ აჩვენა დე ბრუინს უქმობა 1 თვის განმავლობაში მოუწევს და და საკუთარ გუნდს „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „საუთჰემპტონთან“, „შახტართან“, „ვესტ ჰემთან“, „ლიონთან“ და „ბორნმუთთან“ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ დე ბრუინმა მიმდინარე სეზონის უმეტესი ნაწილი მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა და მოედანს ცოტა ხნის დაუბრუნდა. თუმცა, ამჯერად ტრავმა მეორე მუხლზე მიიღო.