ძიუდო

17:37 | 2.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

3 მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე

უნგრულ გიორში დაწყებული 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართულ დელეგაციას 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს.

დილის სესიაში ყველაზე უკეთ ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ.) იასპარეზა, რომელმაც პირველ წრეში მოლდოველი მიჰაილ დონჩილა ორიოდ წუთში დააიპონა, აზერბაიჯანელ რაშად იელკიევი იპონზე ზედ ბოლო წამზე დასცა, ნახევარფინალში კი რუსი ივან დოლგიხი “გოლდენ სქორში” ვაზარიზე დააგდო. ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე რუსეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრი იაგო აბულაძე იქნება.
თორნიკე ნაგლიაშვილმა (66 კგ.) საწყის რაუნდში ისრაელის წარმომადგენელი ამირ დანტე 40 წამში დააიპონა, შემდეგ ბელარუს დმიტრი მინკუს ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში გერმანელი მიხელ ადამი ორ წუთში იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ესპანელ ალბერტო მარტინ გაიტეროსთან აკრძალული ილეთის განხორციელება დააბრალეს და ჰანსუკომაკეთი მოხსნეს. ბრინჯაოსთვის თორნიკე ებრაელ იარინ მენაგედს გაეჯიბრება.

ამავე წონაში გიორგი ნიაზაშვილმა უნგრელი მარკ ჩეჰი წუთნახევარში დააიპონა, შემდეგ კი მოულოდნელად ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ პეტარ ზადროსთან ასევე იპონზე დავარდა.

გოგონათა ტურნირში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი აქვე ეთერ ლიპარტელიანს (57), რომელმაც რეპეშაჟში ხორვატი ივა ობერანი იპონით დამარცხდა. მანამდე, ლიპარტელიანმა უნგრელ ბრიგიტა ვარგას იპონით, ხოლო ბელგიელ მირიამ ბლავიეს ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში კი ბრიტანელ ლელე ნაირნესთან ასევე ვაზარით დამარცხდა. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ეთერის მეტოქე გერმანელი ანე შმიდტი იქნება.
მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ.) ჰოლანდიელ დიტე ბრუილს იპონით აჯობა, ებრაელ ბეტინა ტემელკოვასთან იპონით თავად დამარცხდა, რეპეშაჟში კი ასევე იპონით რუმინელ ელენა სტერესთან წააგო.
ხვალ, ტატამზე კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ: 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ალეკო მამიაშვილი ძალებს ჰოლანდიელ დაან ტენ ჰეუველთან მოსინჯავს, 81-ში კი ორი მონაწილე გვყავს – თამაზ კირაკოზაშვილი მე-2 წრეში რუმინელ ანდრეი გუსასა და აზერბაიჯანელ სამირ აგაიევს შორის უმჯობესს დაელოდება, ხოლო ვლადიმერ ახალკაცის მეტოქე კვიპროსელი კირიაკოს ნიკოლაუ იქნება.

0.124782