სხვა

13:43 | 2.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატში ხვალიდან ჩაებმებიან

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში სტარტი აიღო ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ხვალიდან ჩაებმება.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბრიდან ძალაში ახალი წონითი კატეგორიები შევიდა, შესაბამისად, დადგინდა ახალი სარეკორდო ზღვარიც, რომლის ზემოთაც დაძლეული უმაღლესი წონა მსოფლიო რეკორდად ჩაითვლება.
ახალ წონით კატეგორიებს შეგიძლიათ სპეციალური ცხრილის მიხედვით გაეცნოთ.
აქვე გთავაზობთ ქართველ ძალოსანთა გამოსვლის განრიგს:
3 ნოემბერი, 09:00 საათი – გოგა ჩხეიძე 67 კგ.
3 ნოემბერი, 16:25 საათი – შოთა მიშველიძე 61კგ.
6 ნოემბერი, 18:55 საათი – რეზი დავითაძე 89 კგ.
7 ნოემბერი, 16:25 საათი – ანტონ პლესნოი 96 კგ.
8 ნოემბერი, 18:55 საათი – ირაკლი ჩხეიძე 102 კგ.
10 ნოემბერი, 16:25 საათი – ირაკლი თურმანიძე + 109 კგ.
10 ნოემბერი, 16:25 საათი – ლაშა ტალახაძე +109 კგ.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ფოტო

0.178262