მას შემდეგ, რაც რაფაელ ნადალმა პარიზის მასტერსის ტურნირი გამოტოვა, ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთლი გახდა, ოღონდ ეს ყველაფერი ოფიციალურად ორშაბათს 5 ნოემბერს გამოქვეყნდება.
ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის 1/8-ფინალში დამირ ჯუმხუმს 6:1 2:1 ამარცხებდა, რა დროსაც ბოსნიელმა თამაში შეწყვიტა. ნოვაკმა ზედიზედ 30 სეტი მოიგო, რაც მისი პირადი რეკორდია. 2015 წელს ნოლემ ზედიზედ 29 სეტი მოიგო.