„ბარსელონას“ ნახევარმცველი, დენის სუარესი, დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვებს კატალონიურ კლუბს. Football Espana-ს ცნობით, მისით იტალიური „მილანი ყოფილა დაინტერესებული.
გასულ ზაფხულს ვარაუდობდნენ, რომ სუარესს იჯარით თურქული „ფენერბაჰჩე“ წაიყვანდა, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.
წლევანდელ სეზონში 24 წლის სუარესს ესპანურ პრიმერაში არცერთი წუთი უთამაშია. განაცხადში მხოლოდ ორჯერ მოხვდა. ესპანეთის თასზე კი 1/16 ფინალში, „კულტურალ ლეონესას“ წინააღმდეგ გაირჯა და არცთუ ცუდად.