ფეხბურთი

11:21 | 2.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია: „ლივერპული“ და „ნაპოლი“ ჩვენზე ძლიერები არიან“

„პარი სენ-ჟერმენის“ შუახაზელმა, ანხელ დი მარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში, ინგლისური „ლივერპული“ და იტალიური „ნაპოლი“ პარიზელებზე ძლიერები არიან.

„ფრანგულ ლიგა 1-ში ყველაფერი კარგადაა. მაგრამ თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩემპიონთა ლიგაში სირთულეები შეგვხვდებოდა. კენჭისყრამ ისეთ ორ გუნდთან შეგვყარა: „ლივერპულთან“ და „ნაპოლისთან,“ რომლებიც ჩვენზე ძლიერები არიან. თუმცა, კიდევ სამი მატჩი გვაქვს სათამაშო და თუ გუნდურ სულისკვეთებას გამოვამჟღავნებთ, შესაძლოა, ჯგუფიდანაც გავიდეთ.“ - უთხრა არგენტინელმა ნახევარმცველმა Goal-ს.

შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ C ჯგუფს 6 ქულით „ლივერპული“ ლიდერობს. მეორეზე ხუთქულიანი „ნაპოლია.“ პსჟ-ს 4 ქულა აქვს და მესამე საფეხურზე დგას, სერბული „ცრვენა ზვეზდა“ კი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

0.117626