ფეხბურთი

9:29 | 2.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუნის პირველი ამერიკული სეზონი დამთავრდა

ინგლისელთა ოდინდელი ვარსკვლავის, უეინ რუნის პირველი ამერიკული სეზონი ხუთშაბათს ღამით დამთავრდა, როცა MLS-ის პლეი ოფის პირველ რაუნდში, მისმა „დისი იუნაიტედმა“ „კოლუმბუსთან“ პენალტების სერიაში წააგო.

ამჟმად „დისი იუნაიტესდის,“ ახლო წარსულში კი ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, პირველი მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანი თავად დაარტყა და ვერ გაიტანა. შეხვედრა კი, დამატებითი დროის ჩათვლით, 2:2 დამთავრდა.

სხვათა შორის, კოლუმბუსელთგან ორი გოლი არგენტინელმა ფრედერიკო იგუაინმა, „მილანის“ ვარსკვლავის, გონსალოს ძმამ შეაგდო.

რუნი „დი სი იუნატედში“ გასულ ივლისს გადავიდა „ევერტონიდან“ და MLS -ის აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილის ბოლოში მყოფ „დისი იუნაიტედს“ პლეი ოფში გასვლაში დაეხმარა.

0.178112