არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის ცნობილია. ლიონელ სკალონიმ გუნდში 30 ფეხბურთელს უხმო.
სიაში ისევ არაა ლიონელ მესი და ასევე, გონსალო იგუაინი. ამ უკანასკნელს სკალონი არ სწყალობს:
მეკარეები: აგუსტინ მარკესინი (ამერიკა, მექსიკა), სერხიო რომერო (მანჩესტერი, ინგლისი), ხერონიმო რული (სოსიედადი, ესპანეთი)
მცველები: რამირო ფიუნეს მორი (ვილიარეალი, ესპანეთი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა, იტალია), რენცო სარავია (რასინგი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია), ვალტერ კანემანი (გრემიო), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გაბრიელ მერკადო (სევილია, ესპანეთი), ემანუელ მამანა (ზენიტი, რუსეთი), ხუან ფოიტი (ტოტენჰემი, ინგლისი)
ნახევარმცველები: მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), მაქსი მესა (ინდეპენდენტიე), ფრანკო ვასკესი (სევილია, ესპანეთი), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი, ესპანეთი), ლეანდრო პარედესი (ზენიტი, რუსეთი), სანტიაგო ასკასიბარი (შტუტგარტი, გერმანია), მატიას ზარაჩო (რასინგი), რობერტო პერეირა (უოტფორდი, ინგლისი)
თავდამსხმელები: როდრიგო დე პაული (უდინეზე, იტალია), ფრანკო სერვი (ბენფიკა, პორტუგალია), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), მაურო იკარდი (ინტერი, იტალია), ჯოვანი სიმეონე (ფიორენტინა, იტალია), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ერიკ ლამელა (ტოტენჰემი, ინგლისი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა, პორტუგალია)
არგენტინის ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას 16 და 20 ნოემბერს, მექსიკის ნაკრებთან ჩაატარებს.