ფრანგი შემტევი ანტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში 22 წლის მოთამაშემ ხმების 76 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე ვიქტორ ლინდელოფი (16%) გავიდა, ხოლო მესამე პოზიციაზე - პოლ პოგბა (8%).
გასულ თვეში ანტონიმ ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა. ლონდონის "ჩელსისთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (2:2) მარსიალმა დუბლი შეასრულა, ხოლო თითო-თითო გოლი "ნიუკასლს" და "ევერტონს" გაუტანა.