ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ “მუმბაი ოუფენის” საწყის რაუნდში სოფო შაფათავას სძლია, დღეს კი, მე-6 ნომრად განთესილ რუს მარგარიტა გასპარიანთან 4:6, 2:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა შეჯიბრში ოქსანა კალაშნიკოვა და იაპონელი ნაო ჰიბინო მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც სერბ ოლგა დანილოვიჩსა და მონტენეგროელ დანკა კოვინიჩს გაეჯიბრებიან.