ფეხბურთი

17:53 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი ჩემპიონთა ლიგას სამშობლოდან უბრუნდება

ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება. ამის შესახებ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა თქვა. სიმბოლურია, რომ ჯიჯი ფრანგული გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველ შეხვედრას სამშობლოში, ნეაპოლში ჩაატარებს.

ბუფონი გასულ სეზონში, „რეალთან“ შეხვედრაში გააძევეს და ინგლისელი არბიტრის, მაიკლ ოლივერისადმი აგრესიის გამო უეფამ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შედეგად, მიმდინარე სეზონში თამაშის საშუალება არ ჰქონია. ახლა კი, „სან პოალოზე“ მოუწევს საკუთარი კარის დაცვა.

„ითამაშებს, როგორც „ლილის“, ისე „ნაპოლის“ წინააღმდეგ. მისი გამოცდილება მნიშვნელოვანია მთლიანად გუნდისთვის და მისი ყოფნა მნიშვნელოვანია. მასზე განვლილი კარიერა საუბრობს და ჩვენი გუნდის ნამდვილი ლიდერია“, - აღნიშნა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ – პსჟ-ს 6 ნოემბერს უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა. ფრანგები იტალიაში დამარცხების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსს პრაქტიკულად დაკარგავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112338