ფეხბურთი

17:25 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი: "დროა "ბარსელონამ" ჩემი შემცვლელი იყიდოს"

ლუის სუარესი „ბარსელონას“ ახალი ფორვარდის შეძენას ურჩევს. ურუგვაელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ დროა „ბლაუგრანამ“ მის შემცვლელზე იფიქროს.

„31 წლის ვარ და „ბარსელონამ“ მომავალზე უნდა იფიქროს. ვფიქრობ, ნორმალური იქნება თუ გუნდი ახალ ცენტრფორვარდს, ნამდვილ 9 ნომერს შეიძენს. ჩემს ასაკში არ ვფიქრობ იმაზე, რას ამბობენ ჩემზე. ძალიან კრიტიკულად ვუყურებ ჩემს თავს. როდესაც მეუბნებოდნენ, რომ ფორმაში არ ვიყავი, ვეთანხმებოდი. მუნდიალიდან დაბრუნებული მაქსიმალურად ვერ ვვარჯიშობდი. ეს მუშაობის ნაწილია, მაგრამ კონცენტრირებულნი უნდა დავრჩეთ“, - განაცხადა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა მიმდინარე სეზონი შედეგიანად ვერ დაიწყო, მაგრამ ბოლო პერიოდში მკვეთრად მოუმატა. „ელ კლასიკოში“ კი საერთოდაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და კრიტიკოსები გააჩუმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120142