ახალ წლამდე ქართველი მოფარიკავეები კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ეს, 8-9 დეკემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაგეგმილი მსოფლიო თასის გათამაშება გახლავთ ხმლით მოასპარეზე იუნიორთა შორის.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ვარშავაში ქართველ მოფარიკავეთაგან ლიკა ჯიჯეიშვილი და ნიკა შენგელია გამოვლენ.
აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა პირადად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მერაბ ბაზაძეს სურვილი გახლდათ და შეჯიბრებაზე გამგზავრების, ცხოვრებისა და მონაწილეობის სრულ ხარჯებს პირადად ის დაფარავს.