ფეხბურთი

15:53 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოვრენი: „ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. რამოსი მეტ შეცდომებს უშვებს“

„ლივერპულის“ მცველმა, დეიან ლოვრენმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელია მსოფლიოში, ხოლო „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი, მასზე მეტ შეცდომებს უშვებს.

“არ მითქვამს, რომ საუკეთესო ვარ. ერთ-ერთი საუკეთესო მეთქი - განვაცხადე. ალბათ, ტოპ ხუთეულში შევდივარ, - უთხრა ლოვრენმა Copa90-ს, - დამისახელეთ ფეხბურთელი, ვისაც ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია, ერთი თვის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში.

ტიერი ანრის შემდეგ მეორე ასეთი მოთამაშე გახლავართ. გადავამოწმე. მართალია, ორივე ფინალი წავაგე, მაგრამ, ვფიქრობ, პატივისცემას ვიმსახურებ.

იდეალური არავინაა, ყველა ცდება. ადამიანები ხშირად აქცევენ ყურადღებას შეცდომებს, კარგს კი ივიწყებენ. ამდენი სიძულვილი არ დამიმსახურებია.

მაგალითად, სერხიო რამოსი ჩემზე მეტ შეცდომებს უშვებს. მაგრამ „რეალში“ არავინ საყვედურობს მას თუკი გუნდი 5:1 იგებს. მე კი არ მიმართლებს, როცა ვცდები, აუცილებლად 0:1 ვაგებთ ხოლმე.“

0.112115