ფეხბურთი

13:33 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმში სტადიონის გადახურვა დაიწყო

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის ბეტონის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, დაწყებულია ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და სტადიონის გადახურვა.

პარალელურად, შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტიხრების, ტრიბუნების, საკომუნიკაციო ქსელების მოწყობას, სტადიონის კედლების მონტაჟს და ფასადის მოპირკეთებას გულისხმობს. სტადიონი უეფა-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი.
სამუშაოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დაათვალიერა, რომლის თქმითაც, პროცესში 400 ადამიანია დასაქმებული.
საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ზედამხედველობას ელქტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სი ემ სი“ ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული და მას რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ანაგი” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ახორციელებს. მშენებლობისთვის 117 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

0.218413