კალათბურთი

12:39 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: “დარუშაფაკასთან” წნეხის გარეშე უნდა ვითამაშოთ”

თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” დღეს (თბილისის დროით 21:30 საათიდან) ევროლიგის მორიგი მატჩი ელის. ესპანური გუნდი შინაურ კედლებში თურქულ “დარუშაფაკას” უმასპინძლებს და ეცდება, სეზონში მე-2 გამარჯვება იზეიმოს.

შეგახსენებთ, რომ ბასკონიელებს ოთხიდან 3 შეხვედრა წაგებული აქვთ და სატურნირო ცხრილში მათთვის უჩვეულო მე-13 ადგილზე იმყოფებიან, სტამბულელებს კი იდენტური მონაგარით მე-12 პოზიცია უკავიათ. მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ჟურნალისტთა წინაშე სწორედ შენგელია წარსდგა და შემდეგი კომენტარი გააკთა:
“მატჩს ნაკლები წნეხით უნდა შევხვდეთ. თავისუფლად უნდა გავისარჯოთ და თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. კარგი იქნება, თუკი თავიდანვე ხისტად დავიწყებთ. პირველი და მესამე მეოთხედების სტარტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სასურველი ტემპი მთელი მატჩის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ. შინ ვთამაშობთ და მჯერა, რომ ქომაგი ბოლო წუთამდე ჩვენს გვერდში იქნება”.

0.121844