კალათბურთი

12:10 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენმა ჰეინსს აჯობა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი ესპანური “იბეროსტარ ტენერიფეს” მაისურით წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

ტენერიფელები საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში იტალიურ “ვენეციას” ესტუმრნენ და 72:65 მოიგეს, მაკფადენი კი შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
თადი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:23 წუთში 21 ქულა და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
საინტერესოა, რომ ვენეციელთა რიგებში საუკეთესო საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი მარკიზ ჰეინსი იყო, რომელმაც 32:11 წუთში 19 ქულა მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ ჰეინსი ჩვენი ნაკრების ღირსებას ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე იცავდა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 8.0 ქულა, 1.6 მოხსნა, 1.2 პასი და 0.9 დაფარება გახლდათ.
“იბეროსტარ ტენერიფეს” 4 მოგება აქვს და ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფს მაქსიმალური შედეგით ლიდერობს. ესპანურ გუნდს მომდევნო მატჩი 6 ნოემბერს შინ ელის, როდესაც ისრაელის წარმომადგენელ “ჰოლონს” დაუხვდება.

0.111432